მეკობრეებმა გამოსასყიდი აიღეს

ევროკავშირის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლის თქმით, სომალელ მეკობრეებს ფილიპინების დროშით მცურავი ტანკერის გამოსასყიდად- თანხა უკვე გადაუხადეს.

ჯონ ჰარბორის თქმით თანხა დღეს დილით გადაიგზავნა. ის იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ, მეკობრეებმა ეკიპაჟი და გემი 24 საათში უნდა გაათავისუფლონ. გამოსასყიდის რაოდენობა არ სახელდება.