ავღანეთში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, ნატოს მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვებს 27 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მინისტრთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ მსგავსი ინციდენტი დაუშვებელია და მისი გამართლება არანაირად არ შეიძლება.

ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ძალების მთავარსარდლის -გენერალი მაკ კრისტალის განცხადებით, უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი ავღანელ ხალხს ნატოს მისიის მიმართ უნდობლობას გაუჩენს.

ამ ფონზე გავრცელდა გენერალი დავიდ პეტრეუსის განცხადება:

„ეს სამხედრო ოპერაციის მხოლოდ დასაწყისი გახლავთ,რომელიც გენერალი მაკ კრისტალისა და მისი გუნდის მიერ დასახული გეგმის მიხედვით 12დან 18 თვემდე უნდა გაგრძელდეს“