მაროკოში დაღუპულთა რიცხვმა იმატა

მაროკოს ისტორიული მეჩეთის მინარეთის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. 17 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

ტრაგედია გუშინ მოხდა. მეჩეთი ისტორიულ ქალაქ მექენში მდებარეობს და დედაქალაქ რაბათიდან 130 კილომეტრითაა დაშორებული. ხელისუფლება მინარეთის ჩამონგრევის მიზეზად ძლიერ წვიმებს ასახელებს.