8 ამერიკელი მისიონერი, რომლებმაც ჰაიტიდან ბავშვების გატაცება სცადეს, კუნძულზე 3 კვირიანი პატიმრობის შემდეგ, ამერიკაში დააბრუნეს.
ამერიკის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც დამნაშავეები ჩამოიყვანეს, მაიამიში, ფლორიდის აეროპორტში დაფრინდა.
ჰაიტის სასამართლომ 8 მისიონერი დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლა.თუმცა მოსამართლის განცხადებით, მათი ლიდერი და კიდევ ერთი ქალბატონი ციხეში შემდგომშიც დარჩებიან, რათა 33 ბავშვის გატაცების მცდელობაზე პასუხი აგონ.