პაკისტანში 15 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამაინი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. ტერორისტული აქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მათ პოლიციის შენობასთან ავტომანქანა ააფეთქეს.

ტრაგედია ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში ქალაქ ბანუში მოხდა. დაჭრილთა შორის ქალაქის პოლიციის შეფიცაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.