ირანის ოპოზიცია საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებს

ირანის უშიშროების ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა ანტისამთავრობო აქციების თაობაზე გააკეთეს მოწოდება, რომელიც უნდა დაემთხვეს ისლამური რევოლუციის 31-ე წლისთავს. ირანის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობა მზად არის იმისათვის, რომ არ დაუშვას ოფიციალური აღლუმის ჩაშლა. მისივე განცხადებით უკვე რამოდენიმე კაცი დაკავებულია. დღეს თეირანის თავისუფლების მოედანზე დღესასწაულთან დაკავშირებით სიტყვით გამოდის ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ირანის ოპოზიციის ლიდერებმა მომხრეებს მოუწოდეს ქუჩებში გამოვიდნენ და მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყონ.