იანუკოვიჩი გამარჯვებას ზეიმობს

უკრანაში, საარჩევნო კომისიამ არჩევენების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკო დაამარცხა.

ვიქტორ იანუკოვიჩი, მეტოქეს დამარცხების აღიარებისკენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომისიის ინფორმაციით, დათვლილ ხმათა 100 პროცენტიდან იანუკოვიჩი თითქმის, 49 %-ს ფლობს, ტიმოშენკო კი 45.5 მეათედ პროცენტს.

იანუკოვიჩმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოცხადა, მაშინ როდესაც ტიმოშენკო დამარცხებას არ აღიარებს.

მისი გუნდის წევრების თქმით, ისინი აღნიშნული დარღვევების კანონის ფარგლებში გამოძიებას ჩაატარებენ. ტიმოშენკოს მოკავშირეები ამბობენ, რომ ისინი არ დანებდენიან, ვიდრე არ მოხდება სადაო უბნების შედეგების თავიდან დათვლა.