პაკისტანში 12 ადამიანი დაიღუპა

ტერაქტი მოხდა პაკისტანში. ქალაქ ყარაჩიში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მოტოციკლი ავტობუსს შეეჯახა. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. ყარაჩიში ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის აქტები გასულ კვირას დაიწყო, როდესაც შეტაკებისას 26 ადამიანი დაიღუპა.

დაპირისპირება კი ორ მტრულად განწყობილ პოლიტიკურ პარტიას შორის მოხდა, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ.