ბაღდადში სამი აფეთქება მოხდა

ბაღდადში სამი აფეთქების შედეგად სასტუმროები და მწვანე ზონა დაზიანდა. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შერატონისა და პალესტინის სასტუმროების მახლობლად სამი დიდი აფეთქება მოხდა.

ერთი აფეთქება ბაღდადის საერთაშორისო მწვანე ზონის მახლობლად მოხდა. როგორც ცნობილია, მწვანე ზონაში ერაყის სამთავრობო ორგანიზაციები და უცხოეთის ქვეყნების საელჩოებია განლაგებული.

წინასწარი მონაცემებით აფეთქებების შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 71 პირი.