7.0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ჰაიტის დედაქალაქი პორტ ო პრინსი პრაქტიკულად ნანგრევებად არის ქცეული. ჯერ-ჯეროით დაზუსტებით არავინ იცის თუ რამდენი კაცია დაღუპული და რამდენი დარჩა უსახლკაროდ. მაშველები ნანგრევებში ცოცხლად ჩამარხულთა გადარჩენას ცდილობენ. ქუჩები გვამებითაა მოფენილი. სიენენისადმი მიცემულ ინტერვიუში ჰაოიტის პრემიერ-მინისტრმა ჟან მაქს ბელერივმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით 1100-ზე მეტი კაცი უნდა იყოს დაღუპული, თუმც სიენენისადმი მიცემულ ინტერვიუში ჰაიტის პრეზდენტმას რენე პრევალმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრვია იმაზე საუბარი თუ ზუსტად რამდენი კაცია დაღუპული. ჰაიტის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიმართავს ჰაიტის სასწრაფოდ გადააგზავნონ ექიმები, მედიკამენტები და სამედცნო აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ დანგრეულ შენობებს შორის არის ქალაქის მთავარი საავადმყოფო, პრეზიდენტის სასახლე, ციხე და ჰაიტიში გაეროს მისია.