რუსეთის   სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებელი  გაუჩინარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით გეგმური გაფრენის დროს სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებელი თვალთახედვის არედან გაუჩინარდა. ოფიციალური პირების თქმით, სუ-27 კომსომოლსკ-ამურიდან 30 კილომეტრის დაშორებით რადარებმა დაკარგეს. თავდაცვის სამინისტროდა წარგზავნილი მაშველთა რაზმი შვეულმფრენების დახმარებით გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნას უკვე შეუდგა. სამინისტროს თქმით, სუ-27-ს გამოცდილი პილოტი მართავდა.