რუსული წყალქვეშა ნავი ინდოეთმა იქირავა

რუსეთის განცხადებით,რუსული ატომური წყალქვეშა ნავი ინდოეთს 10წლიანი ხელშეკრულების ვადით გადაეცა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით,სამხედრო წყალქვეშა ხომალდი „ნეპრა " ინდოეთს არაუგვიანეს ამ წლის ბოლოს გადაეცემა.

წყალქვეშა ნავი „ნეპრა" კონვენციური იარაღითაა აღჭურვილი და მისი ინდოეთისთვის გადაცემა 2008 წელს მომხდარი ტოქსიკური გაზის ინციდენტმა შეაჩერა.მაშინდელ კატასტროფას 20რუსი მოქალაქის,ტექნიკოსებისა და ეკიპაჟის სიცოცხლე ემსხვერპლა.