ამერიკის
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველების ხელშეწყობით ვაშინგტონშიწმ. თამარისსახელობისეკლესიისმოსაწყობადშენობა იქირავეს, სადაცპირველადლოცვასდაწირვას 8 და 9 იანვარსა ჩატარდა. ერთი წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს
პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და
წმიდნა სინოდის გადაწყვეტილებით ამერიკის ტეროტორიაზერამდენიმე სამრევლო გაიხსნა. სინოდის გადაწყვეტილებით
ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის სამრევლოების
ხელმძღვანელობა ბათუმისა და ლაზეთის მიპროპოლიტ დიმიტრის დაევალა. წლის დასაწყისში
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სულ ორი ქართველი
სასულიერი პირი,ფილადელფიასა და ვაშინგტონში
მამა პეტრე, ხოლო ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში მამა იოანე მოღვაწეობდნენ. ნიუ-იორკის
წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში მამა ალექსანდრე უკვე დიდი ხანია წირვა-ლოცვას აღავლენს.
მამა ნიკოლოზი ახალი ჯორჯიის შტატში, ატლანტაში მოღვაწეობს. ერთ კვირაში ჩიკაგოში, წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ
გორგასლის სახელობის სამრევლოში ჩამოსასვლელად მამა მატათა ემზადება.
დეკანოზი მამა პეტრე ყრუაშვილი