10 იანვარს ბათუმს ორდღიანი ვიზიტით ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თანმხლებ სენატორებთან ჯონ ბარასოსა და ჯონ თუნთან ერთად ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრეს სამსახური.
მათი ვიზიტის "ძირითადი მიზანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის 8 იანვრის ცნობაში.
"მათი ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას."
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი და სამთა ალიანსის წვერი ვიქტორ დოლიძე, მაკ კეინის ვიზიტს შემდეგნაირად აფასებენ /მოისმინეთ/