ინდოეთში ძლიერი ნისლის გამო კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა

ინდოეთში ძლიერი ნისლის გამო კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეჯახება შესაძლოა უფრო კატასტროფული ყოფილიყო. მსხვერპლის მცირე რაოდენობა მატარებლების ნელმა სიჩქარემ განაპირობა. ძლიერმა ნისლმა მთლანად დაფარა ინდოეთის დედაქალაქი დელიც, სადაც აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა.