ჯანდაცვის რეფორმის კანონი  ნაჩქარევად მიიღეს

ამერიკელმა სენატორებმა ჯანდაცვის რეფორმის კანონი ნაჩქარევად მიიღეს, ვინაიდან მის დამტკიცებას შობის დღესასწაულამდე აპირებენ.

დღეს მხარდამჭერებმა კანონპროექტი მინიმალური ხმების უმრავლესობით, 60 -ი ხმით და 40-ის წინააღმდეგ მიიღეს. დებატების შეწყვეტას ყველა დემოკრატმა და ორმა დამოუკიდებელმა სენატორმა მხარი დაუჭირა, ყველა რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი წავიდა.

ჯანდაცვის საკამათო რეფორმის დამამთავრებელი მოსმენები ხუთშაბათს, შობამდე ერთი დღით ადრე გაიმართება.