ახლახანსამერიკელი კინომაყურებლისსამსჯავროზე ცნობილირეჟოსორისა და მსახიობის კლინტ ისტვუდის ახალი ფილმი „ინვიქტუსი“ წარსდგა.
ფილმის სახელწოდება „ინვიქტუს“ლათინური სიტყვაგახლავთ და ქართულად უძლეველს ნიშნავს. ფილმი ზოგადადპრეზიდენტი ნელსონ მანდელასა და სამხრეთ აფრიკის რეგბის გუნდის შესახებაა. კონკრეტულად კი მასში ასახულია ისტორია იმის შესახებ,თუ როგორ შეძლო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმანელსონ მანდელამ- 1995 წელს, რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაზე შავი და თეთრკანიანი აფრიკელები ეროვნული რაგბის გუნდის სიყვარულით გაეერთიანებინა.
„ინვიქტუსი“ კლინტ ისტვუდისშემოქმედებაშიპირველი ფილმი არ არის,რომელიც კაცობრიობის ისტორიისთვის ღირშესანიშნავ მომენტს აღწერს. ოსკაროსანი მსახიობი მორგან ფრიმანიფილმში ნელსონ მანდელას როლს განასახიერებს.
1994 წელს ნელსონ მანდელა რასობრივ ნიადაგზე დაქუცმაცებული სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა. ციხეში27წლიანი პატიმრობის შემდეგ პრეზიდენტად არჩეული მანდელა თავიდანვე მიხვდა,რომ სამხრეთ აფრიკა დემოკრატიას შერიგების გარეშე ვერასდროს ეღირსებოდა.
„ჩვენი მტრები თეთრკანიანი აფრიკელები როდი არიან,მოღალატეობრივსაქმიანობასთავადჩვენი თანამემამულეები ეწევიან.მთავარ საშიშროებას ახლა ისინი წარმოადგენენ.თუმცა ამ ისინი აუცილებლად უარყოფენ.მაგრამ ახლა ეს არ გახლავთ მთავარი. შურისძიების დრო არ გვაქვს. ქვეყნის გაერთაინებაზე უნდა ვიზრუნოთ.“
პირველი ნაბიჯი გაერთიანებისკენპრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ სპორტის საშუალებით გადადგა.ქვეყნის ცხოვრებაშიგადამწყვეტი მომენტის დროს მანდელამ სცადა შავი და თეთრკანიანი აფრიკელები რეგბის გუნდის დროშისქვეშ გაეერთიანებინა და ეს წარმატებით დააგვირგვინა.1995წელს სამხრეთ აფრიკის გუნდმა რაგბის მსოფლიო თასის გაათამაშებაზე გამარჯვებულის თასი მოიპოვა.
ჰოლივუდის მსახიობი მორგან ფრიმანიგადაღებების დასაწყისში ძალზე ნერვიულობდა :
„ყველაზე მეტად ის მანერვიულებდა,რომ მანდელას ხმისთვისუნდა მიმებაძა,მესაუბრამისი აქცენტით , მისი ჩვეული რიტმით ....ეს იყო მთავარი საფიქრალი...“
„თავი მაღლა აწიეთ,შეხედეთ ,გესმით?მთელი ქვეყანა ჩვენ შემოგვცქერის...სხვა გზა არ გვაქვს,უნდა გავიმარჯვოთ..."
სამხრეთ აფრიკის რაგბის გუნდი -მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ქვეყნის სიმბოლოდ იქცა.აი, რას ამბობს საკუთარ ფილმზე კლინტ ისტვუდი:
„ესისტორიული თამაში რაღაცით კონკიას ზღაპარს წააგავს. არა ,მგონია ოდესმე სხვა რომელიმე თამაშს მსგავსი აღტაცება მოეტანოს ადამიანებისთვის. მსგავსი რამ მხოლოდმაშინ მოხდება,თუ ამერიკელი ჰოკეისტები რუს ჰოკეისტებს დაამარცხებენ.“
კლინტ ისტვუდის ახალი ფილმი „ინვიქტუსი“ დაუდგრომელისულის მქონენელსონ მანდელას ქარიზმატულხასიათს აღწერს.თუმცა რეჟისორმა ფილმში დეტალებზე ყურადღების გამახვილებას თავიაარიდა და არაფერი თქვა მანდელას ოჯახურ პრობლემებზე. ასევე ნაკლები სიმძაფრითაა აღწერილი სამხრეთ აფრიკაში გამეფებული რასობრივიპრობლემებიც...
ჩვენ კი მაინც გირჩევთ -ნახოთ ეს ფილმი . ფილმი,რომელიც ჩვენი აზრით ,უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა, მთავარი გმირები რეალურად , ქვეყნის ცხოვრება კი სრული სინამდვილით რომ ყოფილიყო წარმოდგენილი.