ტაილანდში დაკავებული თვითმფრინავი საქართველოს კუთვნილებაა

ტაილანდში ჩრდილოეთ კორეიდან მიმავალი თვითმფრინავი დააკავეს, სადაც დაახლოებით 40 ტონა იარაღი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის საბარგულში „ხმელეთი-ჰაერის" ტიპის რაკეტებიც კი იყო. ეკიპაჟის წევრები ყაზახეთის და ბელორუსის მოქალაქეები არიან, ხოლო თავად თვითმფრინავი საქართველოს კუთვნილებაა. დეტალების დასადგენად საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს -ბატონ გიორგი ბოკუჩავას დავუკავშირდით.