ინგუშეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ინგუშეთის ადამინის უფლებათა დამცველ, მაქშერიფ აუშევისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ჯილდო 10 დეკემბერს, სიკვდილის შემდეგ მის თანამოაზრეებს გადასცა. პრემიის გადაცემა გაეროს ადამინის უფლებათა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. სახელწიფო მდივანმა ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა, რომ მაქშერიფ აუშევი, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას სახელმწიფოებრივი რეპრესიის პირობებში იცავდა.

მაქშერიფ აუშევი წელს 25 ოქტომბერს ყაბარდო-ბალკარეთში უცნობმა შეიარაღებულებმა პირმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა.

აუშევი ინგუშური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტ მურატ ზიაზიკოვის მმართველობის დროს იყო. ის მოღვაწეობას მაშინაც განაგრძობდა, როდესაც 2008 წლის 31 აგვისტოს, ინგუშეთში ოპოზიციური ვებ-გვერდის " ingushetia.ru" -ს რედაქტორი, მისი მეგობარი და თანამოაზრე მაგომედ ევლოევი მოკლეს. ვაშინგტონში პრემიის მისაღებად, ინგუში ოპოზიციონერები, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი მაგომედ ხაზბიევი ჩამოვიდნენ.


“მე ვთვლი, რომ ინგუშეთი სამოქალაქო ომის პირას დგას. ხალხი იღუპება, ამას ბოლო არ უჩანს. ჩვენი ძმები, მაქშერიფი, მაგომედი ამ ომს შეეწირნენ. გავთავისუფლდით პრეზიდენტ ზიაკიკოვისგან და კრემლმა საკუთარი აგენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი დაგვისვა, რომელიც ინგუშეთისთვის არაფერს აკეთებს. ჩვენ ამდენი ხანი ევკუროვის მოსაყვანად არ გვიბრძოლია, ბოლო 7 წელი, სანამ ჩვენი ხალხი იხოცებოდა, ის თბილ კუთხეში იჯდა და ინგუშეთს იქიდან აკვირდებოდა,ან საკუთარი ნებით წავა, ან მისი გადაყენებისთვის ბრძოლას განვაგრძობთ.”

2008 31 ოქტომბერს, დიმიტრი მედვედევის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, რუსეთის ფედერაციის გმირის წოდების მქონე იუნუს-ბეკ ევკუროვს ინგუშეთის პარლამენტმა მხარი იმავე დღეს დაუჭირა და დაამტკიცა. დანიშვნიდან მე-9 თვეს ევკუროვის კორტეჟი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. გარდაიცვალა ერთი და მძიმედ დაშავდა 3 ადამინია, მათ შორის თავად პრეზიდენტი.

დღეს გამოჯანმრთელებული ევკუროვი ინგუშეთში შექმნილ მდგომარეობაში უცხოური და კერძოდ ინგლისური დაზვერვის კვალზე საუბრობს და აღნიშნავს რომ ოპოზიციური ძალები სწორედ მათთან არიან შეკრულები.რადიოსადგურ “ეხო მოსკვასთვის” მიცემულ ინტერვიუში, იგი აღნიშნავს:

“ის რაც რესპუბლიკაში გუშინ, დღეს ხდებოდა და ხვალ მოხდება, უცხოური სპეცსამსახურების დამსახურებაა. ჩვენი სადაზვერვო სამსახური ამას ადრე თუ გვიან ჯეროვან შეფასებას მისცემს, შეიძლება საერთაშორისო სკანდალამდეც მივიდეთ. ის რომ სპეცსამსახურები მუშაობენ არაერთხელ დადასტურებულა. არც ისე უმნიშვნელო წვლილი ქვეყნის არეულობაში იატაკქვეშეთის დაჯგუფებებს შეაქვთ. უკვე წლებია ისინი ჩუმად მოქმედებენ და სიგნალის მიღების შემდეგ ერთბაშად აღმოცენდნენ. მათთან საბრძოლველად ჩვენს სამართალდამცველებს ხშირად კანონის გარე მოქმედება უწევთ, რადგაც სპეცოპარაციებისას უდანაშაულო ხალხი დაიცავენ.”


"აბსურდულს" უწოდებს სპეცსამსახურებისთვის რესპუბლიკის შიდა არეულობის გადაბრალებას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მაგომედ ხაზბიევი. "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზივ ინტერვიუში, ის ამბობს რომ:

“ალბათ 1934, 35, 37, 38 წლებშიც ჩვენს ხალხს ამერიკის, ისრაელის სპეცსამსახურები ანადგურებდა, ალბათ 1944 წელსაც, როდესაც ერის საუკეთესო შვილები ყაზახეთში როგორც ნახირი ისე გადაასახლეს, სადაც ნახევარზე მეტი შიმშილისა და სიცივისაგან დაიღუპა. სავარაუდოდ ამერიკისა და ინგლისის სპეცსამსახურებმა გაჟლიტა ჩვენი ქალები და შვილები 92-შიც, როდესაც რუსეთის არმია მათ ტანკებით უტევდა ოსეთთან სასაზღვრო რეგიონში.74 000 დევნილს დღესაც საკუთარ მიწაზე დაბრუნება არ შეუძლია. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, საკუთარი მიწიდან ერთ კილომეტრში ცხოვრობენ. ეს კარგად იცის კრემლმა და არაფერს აკეთებს.”

პრეზიდენტი ევკუროვი რუსეთის დღევანდელ სიტუაცისთან საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელს ავლებს და ამბობს,რომ ვინც მაშინ თავი გამოიჩინა, შემდეგ წლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.

“დღეს მთავარი დავალება ასეთია: ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის რუსეთიდან ჩამოშორება, ციმბირი მხოლოდ რუსეთის ტერიტორია არ არის, ამას სხვადასხვა უცხოელი ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, უნდა გვესმოდეს რომ ვინც ამას აკეთებს, ნაციონალური ტალღის წარმოშობითაა დაინტერესებული და თუ ის მართლა წარმოიშვა, ძალიან რთული შესაჩერებელი იქნება”- განუცხადა მან “ეხო მოსკვას” ჟურნალისტს.


რუსეთის ერთიანობის შენარჩუნების გზას იგი ნაცინალურ ტრადიციებზე დაყრდნობით, საერთო იდეოლოოგიის შექმნაში ხედავს. ეროვნებით რუსი ადამინის უფლებათა დამცველი, ლევ პონამარიოვი, თვლის რომ ევკუროვს საზოგადოების ნდობა თავიდან მართლაც ჰქონდა მოპოვებული, თუმცა დღეს ის დაკარგულია, რადგან ინგუშეთში უდანაშაულო ადამიანების გატაცების ფაქტები გრძელდება და მათში ძველებურად ძალოვანი სტრუქტურების ხელი იგრძნობა.

“ევკუროვს საბჭოთა გენერელის მენტალიტეტი აქვს შემორჩენილი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გადაბრალებას არა შიდა არამედ გარე ძალებზე ცდილობს, სინამდვილეში მე და ჩემი კოლეგა, ჰელსინკისჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა ვცდილობდით გადაგვერწმუნებინა იგი უცხოეთის სპეც -სამსახურების ჩარევის აბსურდული იდეისგან”


პრეზიდენტ მურატ ზიაზიკოვის მსგავსად პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი დროის უმეტეს ნაწილს ინგუშეთში არ ატარებს და მდგომარეობის მოსკოვიდან შეფასება უჭირს. დამოუკიდებლობისთვის 240 წლიანი ბრძოლის შემდეგ ინგუშეთი მორიგი აფეთქებისთვის ემზადება.