ბოლივიის არჩევნებში ამომრჩევლების რეგისტრაცია დაიწყო

დღეს ბოლივიელებმა დაიწყეს ხმების მიცემა ქვეყნის ეროვნულ არჩევნებში. არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ამომრჩეველთა უმეტესობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ევო მორალესს, რომელიც მეორე ვადით არჩევას ცდილობს. მისი მთავარი მეტოქეა კოჩაბამბის შტატის ყოფილი გუბერნატორი მანფრედ რეიეს ვილა.

ბატონი მორალესი პრეზიდენტად აირჩიეს 2005 წელს. იგი ბოლივიის პირველი მკვიდრი ინდიელი პრეზიდენტია. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში ბატონმა მორალესმა ბოლივიის კონსტიტუციაში შეიტანა შესწორებები, რომელთა თანახმად მან მოიპოვა პრეზიდენტობის მეორე ხუთწლიანი ვადის უფლება იმ შემთხვევაში თუ იგი მოიგებს არჩევნებს. პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ბატონმა მორალესმა გააძლიერა მთავრობის კონტროლი ბოლივიის სამთო მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში.