რუსეთში ხანძრის შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სამართალდამცავებმა იმ კლუბის მეპატრონე და მენეჯერი დააკავეს,სადაც გუშინ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა. ორივე პიროვნება კლუბში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევის გამოა დაკავებული.

ქალაქ პერმის კლუბი“კოჭლი ცხენი“ ცეცხლის ალში მაშინ გაეხვია,როცა ეგრეთწოდებული ცივი მაშხალები აანთეს. ამ ტიპის მაშხალები ჩვეულებრივ დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა,თუმცა კლუბის პლასტიკურმა ჭერმა მოჭარბებულ სიცხეს მაინც ვერ გაუძლო და ტეორტორიაზე ცეცხლი ელვის სისწრაფით გავრცელდა. გარდაცვლილების გარდა კლუბის სტუმრებს შორის 137ადამიანი სერიოზულად დაშავდა.