კოსმოსური ხომალდი "ატლანტისი" დედამიწაზე დაბრუნდა

"ატლანტისმა" დღეს დაასრულა 11 დღიანი მისია და ფლორიდის კოსმოსურ სადგურზე დაჯდა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრებთან ერთად დედამიწაზე ასტრონავტი ნიკოლ სკოტიც ჩამოვიდა, რომელმაც დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი თვე იმყოფებოდა.