პრეზიდენტი ობამა ავღანეთში აშშ-ის ახალი სტრატეგიის  შესახებ ისაუბრებს

როგორც თეთრი სახლი იტყობინება, პრეზიდენტი ობამა ავღანეთში აშშ-ის ახალი სტრატეგიის შესახებ განცხადებას გააკეთებს. მიმართვა დაგეგმილია სამშაბათს საღამოს, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში.

გეგმის საბოლოო ვარიანტის გამოცხადებას წინ უსწრება მრავალკვირიანი შეხვედრები და კონსულტაციები პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებთან. სავარაუდოდ იგეგმება დამატებითად 30 ათასი სამხედროს დისლოცირება რეგიონში. როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა , მას სურს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

თავის მხრივ თალიბთა ლიდერი მულა ომარი აცხადებს, რომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები განწირულები არიან მარცხისთვის. თალიბთა ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც მულა ომარი ავღანეთის მთავრობასთან ყველანაირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.