ქალაქ ფეშევარში 3 ადამიანი დაიღუპა


ოფიციალური პაკისტანის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დამონტაჟებულმა ჭურვმა დღეს ქალაქ ფეშევარში 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გუშინ კი ქალაქის ჩრდილოაღმოსაველეთ ნაწილში 13-ის. პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი საშუალება ტერორისტმა ქალაქის გადატვირთული მაგისტრალის გამშვებ-პუნქტთან დააყენა. კვირას მომხდარმა აფეთქებამ კი ქალაქის მერი, აბდულა მალიკის სიცოცხლე იმსხვერპლა. მალიკ მანამდე თალიბების მხარდამჭერად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით მეოამბოხეტა საწინააღმდებო მილიცია ჩამოაყალიბა. მომხდარ ორივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.