დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს ხვდება

დღეს საღამოს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. ნათანიაჰუ ვაშინგტონში ჩრდილოეთ ამერიკიის ებრაელთა ფედერაციის ყოველწლიურ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.თეთრი სახლი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენცია არ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ობამას ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ნათანიაჰუს და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს ამაოდ მოუწოდებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ.