შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუმინეთში ჩავიდა. ბატონი ბაიდენი მანამდე პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ, ახალი ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის მოწონებას მიაღწია. დღეს ბატონი ბაიდენი რუმინეთის ლიდერებს ხვდება. ქვეყნის პრეზიდენტთან ტრაიან ბაშესკუსთან საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი რაკეტსაწინაღო სისტემა რუმინეთსა და ამერიკაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. ცნობილია, რომ სისტემის ნაწილი საბრძოლო ხომალდებზე, ხოლო ნაწილი კი პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგდება. ბაიდენმა რუმინეთის პრეზიდენტს მადლობა მოახსენა ავღანეთში ნატოს ეგიდით ათასი ჯარისკაცის გაგზავნისთვის. ბაიდენის ვიზიტი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, იმის დადასტურებას ემსახურება, რომ ამერიკისთვის ეს რეგიონი ძალზე მნიშვნელოვანია.