კლიმატური ცვლილებების პრობლემთა მოგვარება საფრთხის წინაშეა

კლიმატური ცვლილებების პრობლემებზე მომუშავე გაეროს წარმომადგენელის განცხადებით საერთაშორისო მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი შესაძლოა უშედეგოდ დამთავრდეს, თუ მსოფლიოს ლიდერების მხრიდან არ იქნება შესაბამისი მხარდაჭერა.

იყო დე ბოერის განცხადების თანახმად, გლობალური შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია უმაღლეს დონეზე გადაწყდეს აღნიშნული პრობლემები.გაეროს წარმომადგენელმა ეს განცხადება ბანგკოკში შეკრებილ მსოფლიოს 180 ქვეყნის დელეგატთან შეხვდერისას გააკეთა, რომლებიც დეკემბერში კოპენჰაგენში დაგეგმილი კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დღის წესრიგზე მსჯელობდნენ.