საბრძოლო სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, დასავლური სამხედრო ძალების ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებით ჩარევის მოწინააღმდეგეების რაოდენობაც იზრდება.
მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყო ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის გაზრდაზე, მოიმატა ვიეტნამის ომთან პარალელების გავლების სიხშირემაც.ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ომს შორის მსგავსება ბევრია, თუმცა არსებობს უამრავი განსხვავებაც. კონფლიქტი, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტს, მის მრჩევლებს, გენერლებსა და მთლიანად მთელს ქვეყანას ჩრდილად დაჰყვება. ვიეტნამს უკვე ძალიან ხშირად ახსენებენ ავღანეთის ომის დებატების წარმოებისას. თავად პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლებიც კი აფრთხილებენ ბატონ ობამას იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაცია შეიძლება ვიეტნამის მაგვარ დილემაში გაეხვიოს და ავღანეთი ობამას ვიეტნამად იქცეს. საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის უფროსი ანალიტიკოსის, ანტონი კორდესმანის თქმით, ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ის მიხვდა რატომ კეთდება მსგავსი შედარებები. „ავღანეთში ყოფნის დროს დავინახე, რომ პრობელმები რომლებიც იქ გვაქვს, არა მხოლოდ ერაყის პრობლემებს ედრება, არამედ ვიეტნამისაც. ჩვენ ნახევარი საუკუნის წინ წაგებულ ომს იდენტური მიზეზების გამო ვაგებთ,“ ციტატის დასასრული.მაშინ დამატებითი სამხედრო პერსონალის გაგზავნას ესკალაცია ერქვა. დღეს იგივე მოქმედებას სხვა სახელს ვეძახით და სიტუაციის გამწვავების დაფარარვას ვცდილობთ.
დღეს ისევე როგორც მაშინ, ამერიკელ ჯარისგაცებს რთულ ლანდშაფტზე უწევთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. მოწინააღმდეგესთან, რომლიც ან მოსახლეობაში იმალება, ან მეზობელ ქვეყანაში გადადის დასამალად. სამოქალაქო მსხვერპლი ამერიკელების მიმართ დამატებით წინააღმდეგობას აღვივებს. და დღეს ქაბულში, ისევე როგორც მაშინ საიგონში მთავრობის კორუმპირებულობა ყოველგვარ საზღვრებს გარეთაა გასული. პენსიაში გასული არმიის ვიცე პოლკოვნიკი ლარი ვილკერსონი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აპარატის უფროსი იყო ვიეტნამის ომის ვეტერანია. მისი თქმით, ავღანეთიდან მიღებული ვიდეო მასალის ყურება ვიეტნამში საკუთარ გამოცდილებას ახსენებს. „უყურებ ამ ჩანაწერებს და ამბობ, აი ეს არის ჩემი ბაზა ვიეტნამში. ეს არის მტრის თავშესაფარი, კამბოჯას რომ ესაზღვრება. ამ ხაზს იქეთ გადასვლა არ შეიძლება. ეს არის კორუმპირებული მთავრობა ქაბულში. ეს არის ისევ ის გამოცლიდი მეთოდები, რომლითაც ადამიანების გულისა და გონების მოგებას ვცდილობთ და რომლებიც არ მუშაობს. ეს არის ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობა, რომელიც ჩვენი წამოსვლითანავე ისევ თალიბანს ჩაუვარდება ხელში. მსგავსების სიმრავლე შიშს მგვრის,“ ციტატის დასასრული.
შეერთებულ შტატებში ვიეტნამის ომის დროს სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო, რამაც მასიური საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია მთელს ქვეყანაში. დღეს შეიარაღებული ძალებში სამსახურს სამოხალისეო ბაზა უდევს საფუძვლად.ამ განსხვავების გამო ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები არც ისე აქტუალური პრობლემაა.სამაგიეროდ, პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ერიკ ლივერი ამბობს, რომ ავღანეთის ომი ყველაზე დიდ პროტესტს არა ადამიანების მსხვერპლის გამო იწვევს, არამედ მისი ფინანსური ღირებულების გამო.
„ფინანსური ხარჯები განსხვავებული მცნებაა. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მკვეთრად იქრძნობა ეკონომიკური პრობლემები ამერიკასი, მითუფრო იმატებს ომის მიმართ პროტესტი. განსკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტ ობამას მალე მოუწევს კონგრესს ავღანეთისთვის დამატებითი ფული მოსთხოვოს. ვფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყანაში ვიეტნამის საპროტესტო აქციების მაგვარი მოძრაობები დაიწყოს,“ ციტატის დასასრულივიეტნამში 58 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.2001 წლიდან დღემდე ავღანეთში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეა მოკლული.