პოლიციის პატრული ნაღმზე აფეთქდა

ერაყის ხელისუფლების განცხადების თანახმად ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით პოლიციის პატრული ნაღმზე აფეთქდა. ამ ტერაქტის შედეგად პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა და 4 დაიჭრა. დიუალას პროვინციაში ერაყელი პარტიზანები ხშირად ესხმიან თავს ადგილობრივი და საერთაშორისო უშიშროების ძალების წარმომადგენლებს.