ერაყის უშიშროების ძალებმა სამშაბათს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავა. მათ შორის ორი, სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები არიან.
ამერიკის სამხედო ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყელმა ჯარისკაცებმა ამერიკელების დახმარებით 5 ეჭვმიტანილი ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით დააკავა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იმ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერია, რომელიც რეგიონში ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქებების აქტიური ორგანიზატორია.
მეექვსე ეჭვმიტანილი კირკუკის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტუზ ხურმატუში იქნა დაპატიმრებული. წინასწარი მონაცემებით, ის ორგანიზაციის - ალ ყაედა ერაყში - რეგიონალური რგოლის ხელმძღვანელია.