საბერძნეთი დაჩქარებულ  საპარლამენტო არჩევნებს ატარებს


ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საბერძნეთი დაჩქარებულად ატარებს საპარლამენტო არჩევნებს. ქვეყნის კონსერვატიულმა პრემიერ-მინისტრს კოსტას კარამანლისს სოციალისტური ოპოზიციის ლიდერი გიორგიუ პაპანდრეუ უპირისპირდება. წინასწარი მონაცემების თანახმად, საბერძნეთის პარლამენტის ადგილების უმრავლესობას ალბათ სოციალისტები დაიკავებენ.