გერმანია მზადყოფნაშია

გერმანელი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით,ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან მას მერე,რაც ალ ყაიდამ ერთი კვირის მანძილზე უკვე რიგით მესამე ვიდეო მასალა გაავრცელა. ვიდეომიმართვა გუშინ გავრცელდა,რომელშიც ალ ყაიდა გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმებს ჯიჰადის წმინდა ომში ბრძოლისაკენ მოუდებს.სავარაუდოდ ფირზე აღბეჭდილი ნიღაბაფარებული მამაკაცი მაროკოელი წარმოშობის გერმანელი მოქალაქე აბუ თალჰაა. პირველ ვიდეომიმართვაში,რომელიც ერთი კვირის წინ გავრცელდა- ინკოგნიტო ნიღაბიანი ამომრჩევლებს განადგურებით ემუქრებოდა.