ირანის ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატები თანახმაა განაახლოს ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები, თუმცა თეირანი უარს აცხადებს საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარება ამ მოლაპარაკებების საგნად აქციოს.
ირანის
საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩარ მოთაკის განცხადებით თეირანი არასოდეს არ წავა კომპრომისზე
თავისი კანონიერი უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით.ცოტა
ხნის წინათ როდესაც თეირანი მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა მას არ
უხსენებია თავისი ბირთვული პროგრამა.
ამასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ დან მერიდორმა განაცხადა რომ წამზომი ჩართულია და ირანს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება რათა შეაჩეროს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა.