აიათოლა აჰმად ხატამიმ პრზიდენტ აჰმადინეჟადს მოუწოდა დაემორჩილოს ირანის სულიერი ლიდერის გადაწყვეტილებას


ირანის კონსერვატულმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა აჰმად ხატამიმ პრზიდენტ აჰმადინეჟადს მოუწოდა დაემორჩილოს ირანის სულიერი ლიდერის გადაწყვეტილებას და მის მიერ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი სხვა პოლიტიკური მოღვაწით შეცვალოს.

თეირანში გამართული ლოცვის დროს ხატამიმ გააფრთხილა ბატონი აჰმადინეჟადი, რომ მისი მთავრობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თუ ის არ გადააყენებს თანამდებობიდან ვიცე-პრეზიდენტს ესფანდერ რაჰიმ მაშაის.

როგორც აჰმად ხატამიმ აღნიშნა ისლამური საზოგადოება ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის აზრის გათვალისინების გარეშე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

ვიცე-პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებენ მის სიტყვების გამო რომ ირანელები ყველა ხალხის მეგობრები არიან და მათ შორის ისრაელიც შედის. ირანი კი არ ცნობს ისრაელს. მიუხედავად ამისა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი არ აპირებს უკან დახევას და თავისი გადაწყვეტილების შეცვლას.