თალიბებმა ნურისტანის პროვინციაში პოლიციის საგუშაგოზე მოაწყვეს თავდასხმა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად. თალიბებმა ნურისტანის პროვინციაში პოლიციის საგუშაგოზე მოაწყვეს თავდასხმა, 8 პოლიციელი მოკლეს და 8 ტყვედ ჩაიგდეს. ნურიტსანის პროვინციის გუბერნატორი ჯამალუდინ ბადარი დამხმარე ძალას ითხოვს. კარზაის მთავრობა კონტრშეტევის გასანვითარებლად საომარი მოქმედებების რაიონში ასამდე ჯარისკაცი გადასროლას აპირებს. დღესვე ჰელმანდის პროვინციაში თალიბებმა კიდევ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს.