სვატის ველზე თალიბებთან  ბრძოლა გრძელდება

პაკისტანელი სამხედროების განცხადებით ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სვატის ველზე მდებარე უდიდესი ქალაქის ქუჩებში განაგრძობენ ბრძოლას თალიბებთან. პაკისტანის არმიის წარმომადგენლის გენერალ-მაიორ ათარ აბასის განცხადების თანახმად არმია ქალაქ მინგორადან თალიბთა შეიარაღებული ფორმირებების გაძევებას ცდილობს. პაკისტანის ჯარმა 4 დღის წინ დაიწყო მინგორაზე შეტევა. ამის შემდეგ ამ ქალაქიდან ათასობით ადამიანი გამოიქცა. გაეროს განცხადების თანახმად პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მიმდინარე ბრძოლების შედეგად უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ლტოლვილი გაჩნდა. გაეროს წარმომდგენლის განცხადებით პაკისტანის არმიასა და თალიბებს შორის მიმდინარე ბრძოლებს ორმა მილიონმა ადამიანმა გაარიდა თავი.