მუხროვანის ამბოხის დაფარვის გამო ორი მეთაური დააკავეს

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ, მუხროვანის ამბოხის შესახებ ინფორმაციის დაფარვის გამო,მესამე და პირველი ქვეითი ბრუგადების მეთაურები: კახა კობაიძე და დავით სულხანიშვილი დააკავა.

"აღნიშნულით მათ ხელი შეუწყვეს მძიმე დანაშაულის ჩადენას"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხედრო პოლიციის საგამოძიებოს უფროსმა გაგა კირკიტაძემ.

ქართული ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით,პრეზიდენტი სააკაშვილი ,სამხედრო ამბოხის იმიტაციით, ცდილობს საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სხვა მოვლენებზე გადაიტანოს.