ცხინვალის რეგიონში სეპარატისტებმა ეუთოს ორი დამკვირვებელი დააკავეს

ცხინვალის რეგიონში სეპარატისტებმა ეუთოს ორი დამკვირვებელი დააკავეს. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დამკვირვებლები დღეს დააკავეს, როდესაც პრეს-მდივნის სიტყვებით “მათ არალეგალურად გადაკვეთეს საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარი”. მოგვიანებით დამკვირვებლები გაათავისუფლეს.