აფეთქებას თხუთმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის არმია აცხადებს, რომ ბაღდადის მახლობლად განლაგებულ სამხედრო ბაზაში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას თხუთმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ორმოცამდე ადამიანი. გუშინ ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა უშიშროების სამსახურის ათი თანამშრომელი. ხოლო დაიჭრა ოცდაორი კაცი.