ამირაკაში გადასახადების გადახდის დღის მოახლოვე ბას საპროტესტო სვლებით აღნიშნავენ

შეერთებულ შტატებში გადასახადების გადახდის დღის მოახლოვებას საპროტესტო სვლებით აღნიშნავენ. ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ხალხი სიმბოლური “ბოსტონის ჩაის სმით” აპირებს პროტესტის გამოხატვას. დემონსტრაციები ქვეყნის ორმოცდაათივე შტატში გაიმართება. ამერიკაში 15 აპრილი წლიური გადასახადების გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენს. “ბოსტონის ჩაის სმის ” სახელით ცნობილმა ისტორიულმა მოვლენამ 1773 წელს ბიძგი მისცა ამერიკის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მაშინ ბრიტანული საგადასახადო სისტემით უკმაყოფილო, ინდიელებად გადაცმული ბოსტონელთა ჯგუფი ქალაქის ნავსაყუდელში მდგომ ბრიტანულ გემზე შეიჭრა და ინგლისური ჩაი წყალში გადაყარა.