ავღანეთში 20 მეამბოხე მოჰკლეს

გუშინ, ავღანეთში კოალიციური ძალების განცხადებით,ქვეყნის სამხრეთით განხორციელებული შეტევის დროს , 20 თავდამსხმელი მოჰკლეს. მათივე განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში, კაჯაკის ოლქში კოალიციური ძალები პატრულირებას ახდენდნენ, როდესაც რამოდენიმე ათეულმა შეიარაღებულმა მეამბოხემ ცეცხლი გაუხსნა მათ. სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელებს , მოგვიანებით კი მათზე საჰაერო შეტევა განხორციელდა. ინცინდენტის შედეგად მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში არ ყოფილა. ავღანეთის სამხრეთ რეგიონები თალიბთა გამუდმებული ძალადობის ცენტრია. ამავე რეგიონში სამშაბათს შეტაკებისას 30 მეამბოხე მოჰკლეს.