უკანასკნელ ხანს მსოფლიოში იკლო სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა

საერთაშორისო ამინისტიის მონაცემებით უკანასკნელ ხანს მსოფლიოში იკლო სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა. ოფიციალურად სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მსოფლიოს 59 ქვეყანაში არსებობს, თუმცა გასულ წელს მხოლოდ 25 სახელმწიფოში მოიყვანეს ამგვარი განაჩენი სისრულეში.

2008 წელს დაახლოებით 2400 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი, 1700 კაცზე მეტი ჩინეთში დახვრიტეს.

შეერთებული შტატები ჩინეთის, ირანის, საუდის არაბეთის და პაკისტანის შემდეგ მოდის სიკვდილით დასჯის რაოდენობის მხრივ მსოფლიოში.

თუმცა ამერიკის 36 შტატიდან, სადაც ამგვარი სასჯელი მოქმედებს მხოლოდ 9 შტატში მოიყვანეს განაჩენი სისრულეში 2008 წლის განმავლობაში. აღნიშნული შტატების უმეტესობა ამერიკის სამხრეთში მდებარეობს.