სამხრეთ კორეის ხელისუფლება ავიახაზების მენეჯმენტს მოუწოდებს გვერდი აუქციონ ჩრდილოეთ კორეას, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ვერ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში გადიან. ხვალიდან, სამხრეთ კორეის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უწყება სამხრეთ კორეულ ავიახაზებს მოსთხოვს შეწყვიტონ ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში ფრენა. "Korean Air"- ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცვლილებები ძირითადად შეეხება იმ რეისებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მიფრინავენ.