წარსულში გაეროს უწყებებმა სუდანის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ სადამხმარებლო ორგანიზაციების განდევნა ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანს შეუქმნიდა საფრთხეს და რომ მათი გაძევება ქვეყნიდან ომის დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.
გაეროს სპიკერმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების წართმევა საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.
ამ ფონზე, სუდანის ოფიციალური პირები სადამხმარებლო ორგანიზაციებს დარფურის კონფლიქტის დროს პირად მოგებასა და იმავდროულად, გაეროს სასამართლოსთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.