საპრეზიდენტო  არჩევნები ავღანეთში  20 აგვისტოს  ჩატარდება

ავღანეთის საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის თხოვნის მიუხედავად , საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 20 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ,რომ პრეზიდენტ კარზაიმ ავღანეთის საარჩევნო კომისიას სთხოვა, არჩევნები აგვისტოდან აპრილის თვეში გადმოეტანათ - ვიდრე მაისში მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე ცუდი ამინდების და უსაფრთხოების საკითხების გამო შეუძლებელია .

დღეს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰანიფ ატმარიმ ოფიციალურად განაცხადა ,რომ ავღანური პოლიცია ყველა ღონეს იხმარს იმისთვის,რომ ქვეყანაში არჩევნები დაცულ გარემოში ჩატარდეს.თუმცა ისიც აღნიშნა,რომ თალიბი მეამბოხეები ეცდებიან,რომ არჩევნები ჩაშალონ.