დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბრიტანეთსა და გერმანიაში მის კოლეგებს ხვდება

სახელმწიფო მდივანი ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეივიდ მილიბანდსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერს შეხვდება. შეხვედრისას მთავარი თემა ავღანეთში განვითარებული მოვლენები და ირანის ბირთვული პროგრამა იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პირველი ვიზიტი იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ორშაბათისათვის უკვე დაიგეგმა. ამ ვიზიტისას მთავარი განხილვის საგანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა იქნება.