დღეს ვიეტნამში პატარა ბორანი ჩაიძირა

დღეს ვიეტნამში პატარა ბორანი ჩაიძირა, რომელსაც ძირითადად ქალები და ბავშვები გადაჰყავდა. დაიღუპა სულ ცოტა ორმოცი ადამიანი

ვიეტნამის ხელისუფლების განცხადების თანახმად ბორანი ქუანგ ბინჩის პროვინციაში ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიდან 500 კილომეტრის დაშორებით მდინარე გიანში ჩაიძირა.

მაშველებმა 36 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ხომალდი 20 მეტრით იყო დაშორებული ნაპირიდან როდესაც აღნიშნული კატასტროფა მოხდა.