ღაზას სექტორში  ისრაელის სჰაერო დარტყმების შედეგად მისი  ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა

ჰამასის ოფიციალური პირების განცხადებით , ღაზას სექტორში ისრაელის სჰაერო დარტყმების შედეგად მისი ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა. ეს ჰამასის უკვე მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც ერთკვირიანი შეტევების დროს მოჰკლეს. ბოლო მონაცემებით აბუ ზაბარაია ალ ჯამალ დღეს ღაზას აღმოსავლეთით ალ შიჯაიას უბანში დაიღუპა. სირიაში მყოფმა ჰამასის ლიდერმა ხალედ მეშაალმა გააფრთხილა ისრაელი, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას ხმელეთიდან დაიწყებს ისრაელის ჯარს შავი დღეები ელის. ათასაობით ისრაელის ტანკი მობილიზებულია ღაზას საზღვართან სახმელეთო შეტევის მზადყოფნაში.აშშ-ი სთავაზობს ორივე მხარეს შეწყვიტოს ცეცხლი, მაგრამ ოფიციალური პირების განცხადებით ღაზაში შეჭრის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ისრაელს შეუძლია.

ყოველკვირეულ რადიო გამოსვლაში ჯორჯ ბუშმა დაადანაშაულა ჰამასი ძალმომრეობაში და საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ღაზას სექტორში უკანონო იარაღის შეტანის საკითხს მიაქციონ ყურადღება.