რობერტ გეითსმა განაცხადა რომ შეერთებული შტატების მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები 20 იანვრის შემდეგ

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეთსმა გააფრთხილა ამერიკის მოწინააღმდგენი რომ არაფერი გაბედონ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პირველ დღეებში.

ბაჰრეინში სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერთა წინაშე გამოსვლისას რობერტ გეითსმა განაცხადა რომ შეერთებული შტატების მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ბარაქ ობამა ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ირანი ერაყის და მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. რობერტ გეითსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს ბაღდადის მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ირანის გავლენის საწინააღმდეგოდ.