ისრაელის ოპოზიციური ლიკუდის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მკაცრი გეზის გამტარებელი პოლიტიკოსები წამოაყენა

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნატანიაჰუს ოპოზიციურმა ლიკუდის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მკაცრი გეზის გამტარებელი პოლიტიკოსების კანდიდატურები წამოაყენა.

პარტიამ უკანონო ებრაული დასახლებების გაუქმების რამდენიმე მოწინააღმდეგე, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მენაჰემ ბეგინის შვილი ბენი ბეგინი და ერთ-ერთი უკანონო მოსახლე მოშე ფეიგლინი დაასახელა კანდიდატებად. მოელიან, რომ არჩევნების შედეგად ლიკუდი პარლამენტის ას ოცი ადგილიდან ოცდათორმეტს მოიპოვებს და მთავარ მოქიშპეს, ქვეყნის კოალიციური მთავრობის ამჟამინდელ მმართველს კადიმას პარტიას უკან ჩამოიტოვებს.